შიშველი ანჯელინა ჯოლის ფოტოები გაიყიდება

შიშველი ანჯელინა ჯოლის ფოტოები ლონდონის Zebra One Gallery-ის აუქციონზე გაიყიდება. ფოტოები იმ პერიოდშია გადაღებული, როდესაც მსახიობი 20 წლის იყო. მათი საწყისი ფასი 2,7 ათას დოლარს შეადგენს.

შავ-თეთრ ფოტოებზე ჯოლი სკამზე ზის და მუხლები მუცელზე აქვს მიბჯენილი. ფეხებზე შავი ლენტი აქვს შემოხვეული. ფოტოზე მსახიობს სველი თმა უჩანს. ჟურნალისტების თქმით, 1990-იან წლებში სწორედ ასეთი იერსახე იყო მოდაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები