ქარვის ნატეხში 99 მილიონი წლის წინანდელი გაქვავებული გველის წიწილი იპოვეს

მიანმაში, ქარვის ნატეხში კარგად შენახული გველის წიწილის ჩონჩხი იპოვეს. ამ უნიკალური მონაპოვარის ასაკი 99 მილიონი წელია. პატარა გველი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დინოზავრების ხანაში ცხოვრობდა. მეცნიერების განმარტებით, ასეთი აღმოჩენები უდიდესი იშვიათობაა.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქარვაში გაქვავებული გველის წიწილი ვიპოვეთ“, – ამბობს კანადის უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკლ კალდუელი. გაქვავებულ გველს მეცნიერებმა „მიანმის აისის გველი“ დაარქვეს. ასევე ნაპოვნია გაქვავებული ქარვის ნატეხი უფრო დიდი გველის კანის ნაწილაკებით.
„ფისი შეიძლება შევადაროთ სუპერ წებოს. ქარვა უნიკალური რამეა-ყველაფერი რასაც ის ეხებოდა, მასში ქვავდებოდა”, – ამბობს კალდუელი.
გველის წიწილს, რომელიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, 97 მალა აქვს, რომლებსაც ნეკნებია მიერთებული. მას არა აქვს თავი. მეცნიერებმა ეს ძვლები სინქროტრონის მეშვეობით გამოიკვლიეს და თანამედროვე გველებს შეადარეს. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ 100 მილიონი წლის განმავლობაში გველების ხერხემლის ანატომიური ნიშანთვისებები მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვალა. ასევე, ისინი ამბობენ, რომ გველების ეს სახეობა ათობით მილიონი წლის წინ არსებობდა, მაგრამ გადაშენდა. ასევე ისინი ასკვნიან, რომ ეს გველები ტყეში ცხოვრობდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები