ქალმა აღმოაჩინა, რომ 29 და-ძმა ჰყავს

ამერიკელმა შუანა ჰარისონმა 27 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება მამად აღიქვამდა, მისი ბიოლოგიური მამა არაა. ამის შესახებ Sun-ი წერს. ამერიკელი ქალი დაინტერესდა თავისი წარმომავლობით და დნმ-ის ტესტი ჩაიტარა. მან ბიოტექნოლოგიური კომპანია 23andMe-ს მომსახურებებით ისარგებლა, რომ თავისი წარმომავლობა შეესწავლა. აღნიშნული პროცესიდან გამომდინარე, ჰარისონმა სპერმის დონორს მიაგნო და გაარკვია, რომ მას 29 დედმამიშვილი ჰყავს. ერთ-ერთ მათგანს ის დაუკავშირდა. დებმა საერთო ენა გამონახეს და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები