ასტროლოგი: პარლამენტარებს გამოლოცვა სჭირდებათ

სოციალურ ქსელში ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა პოსტი გამოაქვეყნა. პოსტით ასტროლოგი პარლამენტში ღილაკების არევის კიდევ ერთ ფაქტს გამოეხმაურა. “პარლამენტში ღილაკები რომ ერევათ, ეს არ არის პარლამენტარების ბრალი. ჯადოს ბრალია! გამოლოცვა უნდა”, – წერს რამაზ გიგაური. დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი საგამოცდო რეფორმის შესახებ. ამ კანონით სკოლებში გამოსაშვები გამოცდები უნდა გაუქმებულიყო. კანონის მისაღებად 63 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა, დეპუტატებს ხმის მიცემის ღილაკები აერიათ და კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები