იტალიაში ფეხბურთელი მოედნიდან ვერტმფრენით გაიტაცეს (ვიდეო)

იტალიაში ფეხბურთელი მოედნიდან თამაშის დროს გაიტაცეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Givemesport-ი წერს.
ინციდენტი ნებროდსა და ვიაგრანდესს შორის მიმდინარე მატჩის დროს მოხდა. ვერტმფრენი მოედანზე დაეშვა, საიდანაც ნიღბიანი და შეიარაღებული ადამიანები გადმოცვივდნენ და ფეხბურთელი ძალის გამოყენებით გაიტაცეს.
საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო, რის შედეგადაც ფეხბურთელმა 2-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და  200 ევროთი დაჯარიმდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები