ქალი 15 წლის გოგონას ქალწულობას ყიდიდა

მოსკოვში ქალი დააკავეს, რომელიც 15 წლის ქალწულობას 650 ათას რუბლად ყიდიდა.
გამოძიების ინფორმაციით, 22 წლის ქალმა სოციალურ ქსელებში გაიცნო 15 წლის არასრულწლოვანი და შესთავაზა მას პროსტიტუციით დაკავება. კლიენტი მან იპოვა ასევე სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში, ხოლო გარიგების დეტალებს WhatsApp-ში განიხილავდა.
როგორც ირკვევა, სასტუმროში, სადაც ეჭვმიტანილმა არასრულწლოვანი მიიყვანა, მან დამკვეთისგან, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა, მიიღო 650 ათასი რუბლი, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება.
ეჭვმიტანილმა უკვე აღიარა დანაშაული და სასამართლოს განჩინებით არის დაპატიმრებული. ახლა გამოძიება მის თანამზრახველებს ეძებს და არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩართვის სხვა ეპიზოდებს იკვლევს.

კომენტარები

სხვა სიახლეები