საფრანგეთმა “ყალბი ახალი ამბების” წინააღმდეგ კანონი მიიღო: 1 წლიანი პატიმრობა და 75 000 ევრო ჯარიმა

საფრანგეთის პარლამენტმა ნოემბერში ახალი კანონი მიიღო, რომელიც უფლებამოსილებას ანიჭებს მოსამართლეებს, მიიღონ გადაწყვეტილება, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, „ყალბი ახალი ამბების“ დაუყოვნებელი წაშლის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “ევრონიუსი” ავრცელებს.
კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ “მანიპულირებელი ინფორმაციის” წინააღმდეგობის გაწევის შესახებ კანონი შესაძლოა დემოკრატიას საფრთხის ქვეშ აყენებდეს და პრესის ცენზურას უწესებდეს.
კანონი, რომელსაც პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ლობირებდა, სენატმა ორჯერ უარყო, შემდეგ კი პარლამენტმა მიიღო. ეს პირველ მცდელობად ითვლება დასავლეთ ევროპის მიერ ოფიციალურად აკრძალოს ცრუ მასალები. მაკრონის განცხადებით, მას სწამს რომ ინტერნეტი რეგულირებადი გახდება.
“ეს არის აუცილებელი პირობა თავისუფალი, ღია და უსაფრთხო ინტერნეტისთვის, როგორც ეს მის დამფუძნებელ მამებს ჰქონდათ წარმოდგენილი”, განუცხადა მაკრონმა პარიზში „ინტერნეტის მართვის” ფორუმს.
არჩევნებამდე სამი თვის განმავლობაში კანდიდატებს და პოლიტიკურ პარტიებს ახლა შესაძლებლობა ექნებათ სარჩელით მიმართონ მოსამართლეს იმისათვის, რომ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების შეჩერებაში მიიღონ დახმარება.
კანონი ასევე უფლებას აძლევს საფრანგეთის ეროვნული მაუწყებლის სააგენტოს, გამოიყენოს მისი უფლება იმ სატელევიზიო არხების მაუწყებლობის დროებით შესაჩერებლად, რომლებიც „უცხო ქვეყნის მიერ კონტროლდება, ანდა მისი გავლენის ქვეშაა”, იმ შემთხვევაში თუკი ისინი „განზრახ ავრცელებენ ისეთ მცდარ ინფორმაციას, რომელმაც მოსალოდნელია, რომ არჩევნების პატიოსნებაზე გავლენა მოახდინოს”.
ეს ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთს, ექნება უფლება აქვს შეუჩეროს მაუწყებლობა ნებისმიერ უცხოურ მაუწყებლის რომელზე “ცრუ ინფორმაციის გავრცელების” ეჭვი ექნება.
გამოცემებს მოეთხოვებათ საჯარო გახადონ ინფორმაციას თანხების შესახებ რომელსაც გარკვეული რეკლამების გავრცელებაში იღებენ.
ისინი, ვინც მხარს უჭერენ ამ კანონის მიღებას, აცხადებენ, რომ აღნიშნულის მიზანია ყალბი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა და არა აზრის გამოხატვაზე ცენზურის დაწესება.
ნებისმიერი ვინც დაარღვევს კანონს 1-წლიანი პატიმრობა მიესჯება და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმა.
საფრანგეთის მთავრობა გააკრიტიკეს, როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ფრთის ოპონენტებმა. ფრანგმა პოლიტიკოსმა და ყოფილი “ეროვნული ფრონტის” (ამჟამად ცნობილია, როგორც “ეროვნული კრება”) წევრმა ჯულიენ როშედიმ „თვითერზე“ დაწერა.
“ეგ არის და ეგ. პარლმანეტმა ყალბი ახალი ამბების აქტი მიიღო. საფრანგეთის სახელმწიფოს ბოლოს და ბოლოს აქვს მონოპოლია სიმართლეზე და მასობრივი ინფორმაციის გავრცელებაზე. მას შეუძლია ლეგალურად დაუწესოს ცენზურა ყველაფერ იმას, რაც მას არ მოსწონს. 1930-იან წლებში დაბრუნება”, – წერს ჯულიენ როშედი.
ეს კანონი მკაცრად გააკრიტიკა რუსულმა მედიამ, რომლის თქმითაც კანონმა შესაძლოა საფრთხეში ჩააგდოს დემოკრატია და დააწესოს პრესაზე ცენზურა.

კომენტარები

სხვა სიახლეები