„ფუდპანდა“ გირჩევთ: ფრენისას ძლიერ გემოსა და არომატს ენდეთ!

გემოსა და არომატის შეცნობა მრავალსაფეხურიანი მოვლენაა. იწყება სუნით, რომელიც ბუნებრივად პირველად აღწევს ჩვენამდე. შემდეგ უკვე ვიზუალი, რომელიც ქვეცნობიერად მოქმედებს საკვების საერთო აღქმაზე, ბოლოს კი – თავად გემო და ტექსტურა. მაგრამ საკვების მიტანის სერვისი „ფუდპანდა“ (www.foodpanda.ge) მიიჩნევს, რომ ერთ საფეხურს ყოველთვის ვტოვებთ, რადგან გვგონია, რომ ის გემოს აღქმაში არ ფიგურირებს. კერძოდ? – ეს არის ხმა/ხმაური.
დაწყებული რესტორნების ხმაურით და დამთავრებული შინ, მშვიდი, ზოგჯერ კი ქაოსური ატმოსფეროთი, როგორც ირკვევა ეს ყველაფერი გავლენას ახდენს კერძის გემოვნური თვისებების სწორად შეგრძნებაზე. უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხმოვან „გაფორმებას“ დიდი წვლილი შეაქვს გემრიელი საკვების სწორად აღქმაში. და არავინაა ამ თეორიის ისეთი უტყუარი დამცველი, როგორც თვითმფრინავი!
ბევრი ადამიანი ფრენისას წუწუნებს საკვებზე, მაგრამ საიდუმლოდ, მაინც ელოდებიან ურიკის ჩამოგორებას. მაინც, რატომ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება? ყურადღების გადატანის თუ პლასტმასის კონტეინერების ცნობისმოყვარეობის გამო, რომლებიც 60-იანი წლების ამერიკული ლანჩის ყუთებს გვანან? შესაძლებელია ამ ფაქტორებმა გარკვეული როლი ითამაშონ, მაგრამ ფაქტია, რომ თვითმფრინავში მორთმეულ საკვებს „სახმელეთო“ ანალოგზე უარესი ან უკეთესი გემო ნამდვილად არ აქვს.
მას უბრალოდ განსხვავებული გემო აქვს. საქმე ისაა, რომ გემოს რეცეპტორები, რაც უფრო მაღლა ადიხარ ცაში, გემოს ჩვეული შეგრძნებაც, შესაბამისად მით უფრო დაბლა რჩება, გაცილებით ადრე, ვიდრე ყურები გუბდებიან თვითმრფინავის აშვება-დაშვებისას, ასევე იცვლება სუნის და გემოს თვისებები. ამ ყველაფერს განაპირობებს ზემოთ ხსენებული დაბალი წნევა და თვითმფრინავის სალონის ხმები.
ბევრი ექსპერიმენტის შემდეგ დადგინდა, რომ ფრენისას წარმოქმნილი 85 დეციბელის სალონის დაბალი ხმა სხვადასხვაგვარად მოქმედებს გემოებზე – სიტკბოსა და მარილიანობის შეგრძნება გაცილებით უფრო დაბლდება, ხოლო გამოკვეთილი გემოები – სოიო, თევზი, რძის ნაწარმი ან პომიდორი – გაცილებით უკეთეს გემოს პალიტრას იძენს. ასე რომ, ირკვევა, რომ ხმასაც/ხმაურსაც მნიშვნელობა აქვს!

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 150-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
Foodpanda-ს ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისი მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები