კაცი, რომელმაც მსოფლიოს სექსსიმბოლოს ტიტული დაკარგა – დამჭკნარი “ველური ორქიდეა” (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

“ველური ორქიდეადან” მაწანწალამდე… ამ კაცს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცს ნამდვილად ვეღარ უწოდებთ. თუმცა, ათწლეულების მანძილზე, ის უდავოდ იყო ქალბატონებისთვის პლანეტის ყველაზე სასურველი მამაკაცი. ნარკოტიკები, ალკოჰოლი, პლასტიკური ოპერაციები, ბოჰემური ცხოვრება და უამრავი საყვარლები. ამ ჩამონათვალმა დროსთან ერთად, ჰოლივუდის მსახიობს მკვეთრი კვალი დაატყო. მიკი რურკს შემთხვევით თუ გზად გადაეყრებით, ვერასდროს იფიქრებთ, რომ ეს არის ჰოლივუდის ვარსკვლავბიჭუნა ფილმიდან “9 ½ კვირა”.

1

63 წლის მსახიობი ბოლო დროს არაბუნებრივად გამოიყურება. გარეგნულად ის ბევრად მუხუცსაც კი ჰგავს. სილამაზის შესანარჩუნებლად ყოფილმა მაჩომ ბოტოქსსა და პლასტიკურ ოპერაციებს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ამას გარდა, თვალშისაცემია მისი ბოლოდროინდელი უგემოვნო და არასტანდარტული ჩაცმულობაც, რომლითაც ის ქუჩაში, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩნდება. პაპარაცებმა მსახიობი გუშინ ლოს-ანჯელესის ქუჩაში დააფიქსირეს. ფოტოებზე ასახული მიკი რურკი უცხო თვალისთვის ნამდვილად ძნელად საცნობია. თუმცა, დასავლური გამოცემების ყურადღება მისმა ჩაცმულობამ- კონკრეტულად კი ძალზე მჭიდრო შორტებმა მიიპყრო. “ერთ დროს ამ მამაკაცის სხეულზე ყველა ქალი ოცნებობდა, დღეს კი…” – აღნიშნავს ბულვარული გამოცემა, რომელმაც მიკი რურკის ფოტოები დაბეჭდა.

“მოუსვენარი” – ასეთი ახსნა აქვს გვარს Rourke. ყოფილი პროფესიონალი მოკრივე ფილიპ ანდრე რურკი უმცროსი ქალაქ ნიუ–იორკში, ირლანდიელი კათოლიკების ოჯახში დაიბადა. მომავალ მსახიობს ზედმეტსახელი მიკი დედამ შეარქვა. მისი დაბადების ზუსტი წელი (1950, 1953 და 1956) დღემდე გაურკვეველია. ცნობილია, რომ ის 16 სექტემბერს დაიბადა. 19 წლის ასაკში მიღებული ტვინის შერყევის შემდეგ, პროფესიულ კრივს ის სამუდამოდ დაემშვიდობა. მსახიობობამდე მუშაობა მას ტრანსვესტიტების ბარის დაცვაში, ცენტრალურ პარკში წაბლის გამყიდველად, აუზების მწმენდავად, იატაკის მრეცხავად და ძაღლების მწვრთნელად უწევდა. შეგროვილი ფულით კი, სწავლის თანხას იხდიდა. მას არ ჰყავდა მეგობრები. 1978 წელს მიკი ლოს–ანჯელესში გადადის საცხოვრებლად. ის სპილბერგმა შეამჩნია და ფილმში “1941” სტატისტის სახით მიიწვია. 1982 წელს ლუიზიანაში ფილმის გადაღებებზე რურკი დამწყებ მსახიობს დებორა ფიურერს გაიცნობს. ისინი მალევე დაქორწინდებიან და ასევე მალე – 3 წელიწადში დაშორდებიან. ამ პერიოდში ის ფრენსის ფორდ კოპოლამ ფილმში Rumble Fish გადაიღო. ფილმის Nine 1/2 Weeks-ის შემდეგ კი, რურკი 80–ანი წლების სექსსიმბოლოების სიაში ჩაეწერა. მისი ფოტოები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჟურნალების ყდებზე მოედო.

39

ეროტიკული მელოდრამის “ველური ორქიდეას” სინჯებზე, მსახიობი ნამდვილ, ერთადერთ სიყვარულს – მოდელ კერი ოტისს შეხვდა. მათ შორის ასაკობრივი განსხვავების (20 წელი) მიუხედავად, ამას ხელი ვნებიანი რომანისთვის არ შეუშლია. ისინი მალევე დაქორწინდნენ, თუმცა, მიკისთან ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა. ცნობილია, რომ ის ცოლს ხშირად სცემდა, ბოლოს კი ის მეუღლემ მიატოვა. მოგვიანებით მსახიობი კინოდან წავიდა, ფული შემოეხარჯა და ნამდვილ მაწანწალად იქცა. მთელ დღეებს ის სმაში, გამვლელებთან ხელჩართულ ჩხუბებში, დამაშვიდებელი წამლებისა თუ ნარკოტიკების მიღებაში ატარებდა. ამ რეჟიმში მან საკმაოდ დიდხანს იცხოვრა.

მიკი რურკის ცხოვრება ნელ-ნელა უფსკრულისკენ მიექანებოდა, სანამ ერთ დღესაც პარიზში შემთხვევით კინორეიჟორ ან გურსოს არ შეხვდა. მსახიობს მან მოულოდნელად ერთობლივი პროექტი შესთავაზა სახელწოდებით “სექტემბერი”, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში რომან პოლანსკის მაგიდაზე იმტვერებოდა. რურკი წინადადებას უმალ დათანხმდა. თუმცა, ის მიკი რურკი, რომელიც ყველას ახსოვდა, უკვე აღარ არსებობდა… სასტიკი ბრძლების დროს პროფესიონალურ რინგზე მას არაერთხელ გაუტეხეს ყბა, ცხვირი და მთლიანი სახის ძვლები. მას არც კი ახსოვს, რამდენჯერ იყო პლასტიკური ქირურგის ქირურგიულ მაგიდაზე… სახის აღდგენის ოპერაცია, რომელშიც მილიონობით თაყვანისმცემელი იყო შეყვარებული, რვა საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თუმცა მიკი რურკის ცნობილი ღიმილი სამუდამოდ დარჩა წარსულში. ექიმებმა მისგან მხოლოდ ნიღბის მსგავსი სახის შექმნა შეძლეს…

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 o

https://www.youtube.com/watch?t=190&v=QyfGGxFXRCk

კომენტარები

სხვა სიახლეები