ფსიქოლოგი: ურთიერთობისთვის კოცნა სექსზე მნიშვნელოვანია

“როდესაც წყვილი ერთმანეთს აღარ კოცნის, ეს ნიშნავს იმას, რომ შინაგანად პარტნიორები განშორებისთვის ემზადებიან”, – აცხადებს გერმანელი ფსიქოლოგი ვოლფგან კრიუგერი. ფსიქოლოგის კვლევას გამოცემა Stern-ი აქვეყნებს.
“ადამიანები ერთმანეთს პრეისტორიული პერიოდიდან კოცნიან, თუმცა თავიდან ეს ყველაფერი ასე რომანტიკული არ იყო. კოცნა უპირველეს ყოვლისა ბავშვებისთვის საჭმლის გადაცემის მეთოდი იყო, რომლებსაც არ შეეძლოთ საკვები თვითონ დაეღეჭათ”, – წერია კვლევაში.
კოცნის შესახებ პირველი წერილობითი ხსენება ინდურ ვედებში იპოვეს – რელიგიური ტექსტების კრებული, რომელიც 3,5 ათასი წლის წინ დაიწერა. კრიუგერის თქმით, სწორედ მაშინ გახდა კოცნა გააზრებული სოციალურ-კულტურული ქმედება.
გასულ საუკუნეში მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ “კოცნის სურვილი მრავალი ჰორმონის აფეთქებისას ჩნდება და სასიამოვნო შეგრძნების გარდა, ეს ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება”, – აცხადებს მეცნიერი.
კრიუგერის თქმით, კოცნა ყველაზე მგრძნობიარე და ინტიმური ურთიერთობის სახეა, ხოლო სექსის დროს, შესაძლოა გაუცხოება არსებობდეს. “ადამიანებს კოცნის დროს თვალების დახუჭვა უყვარს, რადგან კოცნა აძლიერებს ხუთივე გრძნობას: მხედველობას, მგრძნობელობას, გემოს, ყნოსვასა და სმენას. როდესაც ერთ-ერთი მათგანი ითიშება, დანარჩენები უფრო ძლიერდება”, – აცხადებს მკვლევარი.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები