ფრთხილად, კიბოა!- აღარასდროს მიირთვათ ეს პროდუქტები

სიმსივნის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს: არაჯანსაღი ცხოვრების წესი, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება, დაბინძურებული ჰაერი და მრავალი სხვა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, სიმსივნე შეიძლება ერთი შეხედვით ისეთი უწყინარი პროდუქტის ჭამამ გამოიწვიოს, როგორც მაგალითად პოპ-კორნია. წარმოგიდგენთ რამდენიმე პროდუქტს, რომლის ჭამაზეც უარი უნდა თქვათ, თუ გსურთ, რომ სიმსივნით დაავადების რისკი მაქსიმალურად შეამციროთ.

1. ჰიდროგენული ცხიმები:

ჰიდროგენული ცხიმები ისეთ ქიმიკატებს შეიცავს, რომლებიც მის გემოს აუმჯობესებს და სუნს მალავს. კვლევის მიხედვით, ჰიდროგენული და ნაწილობრივ ჰიდროგენული მცენარეული ზეთების მოხმარების შედეგად ძუძუს კიბოს რისკი ორმაგდება.

2. პოპ-კორნი – ეს გემრიელი სასუსნავი, რომლის მირთმევაც განსაკუთრებით კარგი ფილმების ყურებისას გვიყვარს, შესაძლოა ჰიდროგენულ ცხიმებს შეიცავდეს. ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ კიბო შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში მომზადებულმა პოპ-კორნმაც გამოიწვიოს. თავად ბატი-ბუტის სიმინდი მავნე არ არის, მაგრამ პაკეტი, რაშიც მას ყრიან მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას ქიმიურ მჟავებს შეიცავს, რომელიც ძუძუს, თირკმლის, პროსტატის, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკებს ზრდის.

3. ძეხვეული – ძეხვეული, ყველას უყვარს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რა საფრთხის შემცველია. ხორცი, რომლისგანაც ის მზადდება მრავალ კონსერვანტს და ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელსაც გემოს გასაუმჯობესებლად და ვარგისიანობის ვადის გასაზრდელად იყენებენ. ამასთან, შესაძლოა ცხოველი გენმოდიფიცირებული საკვებით იყოს გაზრდილი, რაც ასევე კიბოს გამომწვევია.

4. ჰოთ-დოგი – მთავარი პრობლემა აქაც ხორცია, რომელიც წინა პუნქტში ჩამოთვლილ ყველა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს. ასევე, იგი შეიცავს სოდიუმის ფოსფატს, რომელიც ცნობილია, როგორც “მკვლელი”. მსოფლიოში ყოველ წლიურად 34 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება გადამუშავებული ხორცის გამო.

5. თეთრი ფქვილი – რაფინირებული თეთრი ფქვილი დაცლილია ყველა კვებითი ღირებულებისგან, მომხმარებლების მისაზიდად კი ქლორის გაზითაა გათეთრებული. გლიკემიური მაჩვენებელი ფქვილში კი მაღალია, რაც ინსულინის დონეს წევს.

6. ხილი და ბოსტნეული – ყველაზე საკვირველი ამ სიაში, ალბათ, ამ პროდუქტების აღმოჩენა იყო, თუმცა პესტიციდებითა და ქიმიური სასუქებით მოყვანილი ხილი და ბოსტნეული არათუ სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, არამედ დიდი რისკია, რომ სხვადასხვა დაავადებების განვითარებას, მათ შორის სიმსივნეს შეუწყოს ხელი.

7. ყველანაირი მწნილი – ახალი კვლევების თანახმად, დამწნილებულმა საკვებმა შესაძლოა გასტრიტი და კუჭნაწლავის სხვა დაავადებები, მათ შორის, კუჭის კიბო გამოიწვიოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები