ჟურნალისტის ემოციური ლექსი ლევან ჩხაიძის ხსოვნას

ჟურნალისტმა ირაკლი მანაგაძემ გუშინ გარდაცვლილ კოლეგას ლევან ჩხაიძეს ემოციური ლექსი მიუძღვნა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ჯაკოს…..
შენ ახლა ზვარად მოედინები
მოგონებების ულევ მორევში
უკვდავებაში, გადასახლებულს
სევდიან ფიქრებს ვეღარ მოვეშვი…
ვეღარ მოვეშვი, დარდიანობას
ვარამი გულზე მაწევს კაეშნად,
შენს მობრუნებას აღარ მოველით
უკვდავებაში, სული აეშვა “-, წერს მანაგაძე.
ლევან ჩხაიძე გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, გულის შეტევა სახელდება. ჟურნალისტი 33 წლის იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები