უპრეცედენტო აქცია – iPhone 6S სპერმის სანაცვლოდ

ბოლო მოდელის iPhone სპერმის სანაცვლოდ – 7 მილიარდიან ჩინეთში სპერმის დეფიციტია. ჩინეთის სპერმის რამდენიმე ბანკმა ახალი დონორების მოზიდვის მიზნით, სპეციალური კამპანია ერთდროულად წამოიწყო. სპერმის სანაცვლოდ ისინი სერთიფიკატს გასცემენ, რომლის საშუალებითაც მსურველებს 16 გიგაბაიტიანი სმარტფონის – iPhone 6S-ის შეძენა შეეძლებათ, როგორც კი ის გაყიდვაში გამოვა.

ST

ინფორმაციას ჩინური ნოუ-ჰაუს შესახებ ტელეკომპანია „ბი-ბი-სი” ავრცელებს. სამუშაო პრინციპი ყველა დაწესებულებას მსგავსი აქვს: ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული შემოწმების შემდეგ, iPhone-ის მსურველი დონორები გაჰყავთ იზოლირებულ ოთახში, სადაც მათ „საჭიროებისათვის“ ეროტიკული ვიდეოები და პორნოჟურნალები გადაეცემათ.

როგორც ადგილობრივი მედიკოსები აცხადებენ, ჩინეთში სპერმის დონორების მწვავე დეფიციტია. ქვეყნის სხვადასხვა პროვინციებში კლინიკები ჯანმრთელ დონორებს სპერმის სანაცვლოდ 5-დან 6 ათასამდე იუანს (785-დან 943 დოლარამდე) სთავაზობენ. მაგალითისთვის, შანხაის კლინიკა „ჟენცზი“ 40 მილიგრამ სითხეში 6 ათას იუანს იხდის. იაკულატების ასეთი რაოდენობის გამოსამუშავებლად, მამაკაცს ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით, მასტურბაციის 4-დან 20-მდე სეანსი სჭირდება. დონორებს შანხაის კლინიკა სრული ოდენობის (40 მილიგრამი) ჩასაბარებლად, 6 თვიან ვადასაც აძლევს.

საკუთარი ინოვაციის შესახებ ჩინური კლინიკები უკვე ავრცელებენ ინფორმაციას სარეკლამო რგოლების, სოციალური ქსელების, პრესისა თუ ფლაერების მეშვეობით. ჩინეთის ზღვისპირა პროვინცია ცზიანსუს კლინიკები, დონორებს სეანსის ერთ ციკლში 5 ათასამდე იუანს სთავაზობენ.

150918135709_sperm_graffiti_624x351_thinkstock_nocredit

ხუბეის პროვინციის სპერმის ბანკის სარეკლამო კამპანია კი, ამ მხრივ შავ იუმორს დაემსგავსა. მათ რეკლამაში არის ასეთი ფრაზა: „თქვენ არ მოგიწევთ თირკმელის გაყიდვა“. ეს ლოზუნგი ჰუნანში მომხდარ ინციდენტზე მიუთითებს, სადაც 2011 წლის ივნისში მოზარდმა საკუთარი თირკმელი მართლაც გაყიდა, რათა iPhone და iPad ეყიდა. ამ ინციდენტს მაშინ 5 ქირურგის თავისუფლებაც შეეწირა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ახალგაზრდამ მოხალისე ექიმები ინტერნეტის საშუალებით მოძებნა.

16 გიგაბაიტიანი iPhone 6S-ის საბაზრო ფასი ჩინეთში – 649 დოლარია. ამდენად, შანხაელი ტელეფონების მოყვარულთათვის, ეს შესაძლოა მიმზიდველი წინადადებაც კი აღმოჩნდეს. Apple-ის ახალი სმარტფონი, რომლის პრეზენტაციაც გასულ კვირას გაიმართა, გაყიდვაში მსოფლიო ბაზარზე 25 სექტემბრიდან გამოჩნდა.

UYU

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩინური სპერმის ბანკებში კონტროლის მკაცრი წესებია შემოღებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით მათი რაოდენობა თვრამეტია. დონორების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა კი, შესაძლოა აქ 10 თვის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

დონორთა მომსახურების ფასები მთელს მსოფლიოში თითქმის მსგავსია. დიდ ბრიტანეთში ბირმინგების სპერმის ბანკი დონორ მამაკაცებს ერთ ვიზიტში 35 ფუნტს (54 დოლარამდე) უხდის. თუმცა, კლინიკა განმარტავს, რომ კურსის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, მზად არიან გადაიხადონ 50-დან 100 ფუნტამდეც. მოსკოვის „რეპრობანკი“ კი, სპერმის დონორებს ერთი ვიზიტისას 3 ათას რუბლს (45,6 დოლარი) უხდის. რაც შეეხება მოსკოვის კლინიკა “ალტრავიტას”, ყველა ანალიზის ჩაბარების შემთხვევაში, დონორებს ის 3500 ათას რუბლს (53.2 დოლარი) სთავაზობს იაკულატების ერთ „პორციაში“. კალიფორნიის კლინიკების ფასები კი 50 დოლარამდე ადის.

მსოფლიოს მასშტაბით, ამ სფეროში  წამყვან ქვეყანას დანია წარმოადგნეს, სადაც სპერმის ჩაბარება უკვე რამდენიმე წელია ფართოდ გავრცელებულ საქმიანობას წარმოადგენს. უფრო მეტიც, დანიელი მამაკაცების იაკულატები საღვარგარეთ მოთხოვნადია და პრესტიჟულად ითვლება, შესაბამისად მისი ექსპორტირებაც სხვადასხვა ქვეყნებში ადვილად და დიდი რაოდენობით ხდება. მსოფლიოს უდიდესი სპერმის ბანკიც – Cryos International Sperm bank , სწორედ დანიის ქალაქ ორხუსში მდებარეობს.

150918121436_cryos_international_sperm_bank_549x549_afp_nocredit

150918121333_sperm_hands_birmingham_624x351_getty_nocredit

კომენტარები

სხვა სიახლეები