დიმა ბილანს სახლიდან 10.5 მილიონი მოპარეს – მძარცველებმა სეიფიც თან წაიღეს (ფოტოკოლაჟი)

რუსული ესტრადის მომღერალ დიმა ბილანს, საკუთარი სახლის სეიფიდან 10.5 მილიონი რუბლი მოპარეს. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ინფორმირებული წყაროს თქმით, თავდამსხმელებმა სახლიდან თავად რკინის სეიფის გატანა შეძლეს, რომელშიც ფული იყო მოთავსებული.
ქალაქის პოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენლის- ანდრეი გალიაკბეროვის განცხადებით, საქმეზე მიმიდინარეობს დამატებითი გამოკვლევა და მომხდარს ექსპერტიზა სწავლობს.
„ფაქტზე  აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სოფელ რასკაზოვკაში მდებარე კერძო სახლის გაქურდვას ეხება. მოხდა თითის ანაბეჭდების დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. ამას გარდა, გამომძიებლები დამატებით კვლევებსაც ახორციელებენ“,- განაცხადა პოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
თავდამსხმელებმა ახალ მოსკოვში მდებარე დიმა ბილანის სახლი, პარასკევს ღამით გაძარცვეს.  ქურდობასთან დაკავშირებით პოლიციამ მომღერალი უკვე დაკითხა.

3_0

69-550x366

Дима Билан

3841634

7088960

20140425-bilan

20140425-bilan6

20140425-bilan9

Bilan_3

Bilan_5

bilan_ru.hellomagazine.com_800

bilan3

bilan23042014-8

bilan23042014-9

dima-bilan

IMG_4592

კომენტარები

სხვა სიახლეები