უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილების გამო, ლოლიტას შვილის მონახულება არ შეუძლია

რუსმა მომღერალმა ლოლიტამ, საკუთარ „ინტაგრამში“, გულშემატკივრებს და მეგობრებს თავისი დარდი გაუზიარა. მისი თქმით, ის ვერ ახერხებს თავისი ქალიშვილის ევას სკოლის ბანკეტზე ჩასვლას. წელს ევა კიევის ერთ-ერთ სკოლას ამთავრებს, მის დედას კი, უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.
„მე მხოლოდ ფოტოს და ვიდეოს ნახვა შემიძლია. ძალიან განვიცდი. ჩემო საყვარელო, მე მაინც შენს გვერდით ვარ, თუმცა ცრემლებს ვერ ვაჩერებ..“-აცხადებს ლოლიტა, რუსული მედიის ინფორმაციით.
მომღერლისთვის ეს მდგომარეობა უკვე არაერთი წელია, დამდგარია. ის უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმში ჩასვლის გამო შავ სიაში შეიყვანა.
2016 წლის აპრილში ლოლიტას უკრაინაში შესვლა სამი წლით აუკრძალეს. აქედან გამომდინარე, მას აღარ შეუძლია დედის და შვილის მონახულება კიევში. როგორც რუსული მედია წერს, საპასუხოდ, ის უკრაინის მთავრობას შავი კარმით და ჰააგის სასამართლოთი დაემუქრა.

კომენტარები

სხვა სიახლეები