ათი წლის ბიჭს, 8-საათიანი კომპიუტერული თამაშის გამო, ოპერაციის გაკეთება დაჭირდა

ათი წლის ბიჭუნა იმდენად იყო გართული თამაშით, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ეზარებოდა. ითმინა, ითმინა და როდესაც ბოლოსდაბოლოს კომპიუტერს მოშორდა, უკვე გვიანი იყო.
დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ამ ბიჭისთვის, ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო, რადგან მან მთელი რვა საათი Word of Warcraft-ის თამაშს ვერ მოწყდა. ის თამაშმა იმდენად გაიტაცა, რომ ადამიანური მოთხოვნილებები დაავიწყდა.
რვასაათიანი თამაშის შემდეგ, მან მშობლებთან მუცლის ტკივილის შესახებ დაიჩივლა. ის ექიმთან წაიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, ბავშვს მსხვილი ნაწლავის გაფართოება დაემართა, ამიტომ კუჭში გასვლა აღარ შეეძლო, მას რთული გაუვალობა დაეწყო. მშობლების თქმით, იმდენად რთული მდგომარეობა იყო, ისიც კი ეგონათ, რომ მას სიმსივნე აქვს.
ბიჭს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. პატარა გეიმერის საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ ექიმებმა გააფრთხილეს, რომ შეიძლებოდა ლეტალური შედეგიც დამდგარიყო.
ექიმების თქმით, გაჯეტების მრავალფეროვნება ბავშვებს ყოველდღიურ საჭიროებებს ავიწყებს. თამაშების გამო ისინი დროულად ვერ იძინებენ, ბევრს ჭამენ და ერთი ადგილიდან არ დგებიან. თამაშის დონეების ბოლომდე გასვლის სურვილს კი, ისინი სტრესამდე მიჰყავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები