ტრამპს მამის დაბადების ადგილი მესამედ შეეშალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას შეცდომა დაუშვა, როდესაც საკუთარი მამის სამშობლოდ გერმანია დაასახელა. მედიის დათვლით, მსგავს შეცდომას ტრამპი უკვე მესამედ უშვებს. „ძალიან დიდ პატივს ვცემ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და, ასევე, დიდ პატივს ვცემ ამ ქვეყანას. მამაჩემი გერმანელი იყო და გერმანიის ერთ-ერთ ლამაზ ადგილას დაიბადა. ასე რომ, მე თბილი გრძნობები მაკავშირებს გერმანიასთან”, – განაცხადა ტრამპმა. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის მამა, ფრედ ტრამპი დაიბადა ნიუ იორკის შტატში, ბრონქსში; თუმცა, ნამდვილად იყო გერმანელი ემიგრანტის შთამომავალი.

კომენტარები

სხვა სიახლეები