როგორი „სელფის“ გამო გაუშვეს მასწავლებელი სკოლიდან (ფოტო)

მათემატიკის 25 წლის მასწავლებელი ამტკიცებს, რომ ის სკოლიდან „სელფის“ გამო გააგდეს. ფოტოზე ის საცვლების გარეშე იყო. ლორენ მირანადა ნიუ იორკის შტატის, ქალაქ ბელპორტის საშუალო სკოლაში ასწავლიდა. ორი წლის წინ, მან „სელფი“ თავის მეგობარ მამაკაცს გაუგზავნა, რომელიც სხვა სკოლაში მუშაობდა და ამის შესახებ მალევე დაივიწყა. ამ ფოტოს გახსენება მაშინ მოუწია, როდესაც ის ერთ-ერთი მისი მოსწავლის ტელეფონში აღმოჩნდა. „ლორენი სამსახურიდან დაითხოვეს იმის მიუხედავად, რომ ეს „სელფი“ ინტერნეტში არასოდეს გამოუქვეყნებია და ის მხოლოდ პირად მიმოწერაში გამოიყენა. ფოტოზე გოგონა სარკის წინ ზის, მას პირსახოცი აქვს მოფარებული და მკერდი აქვს მოშიშვლებული“, – ამბობს ლორენის ადვოკატი, ჯონ რეი. ადვოკატის დახმარებით, მასწავლებელს სურს, სასამართლოს ძალით, 3 მილიონი დოლარი მოითხოვოს სკოლისგან გენდერული დისკრიმინაციის გამო. ლორენ მირანადამ მომხდარის შესახებ ღიად ყვება და ახლა მისი მთავარი მიზანია სკოლაში დაბრუნება და თავისი სიმართლის დაცვა. ის ირწმუნება, რომ ანალოგიურ სიტუაციაში მამაკაცს ამგვარად არავინ მოექცეოდა. საფოლკის ოლქის ადმინისტრაციამ და სკოლის საბჭომ ჯერ არ იციან, რომ ქალები და კაცები თანასწორები არიან, ხოლო ქალის მკერდი თავისი ბუნებით არ განასახიერებს რაიმე გარყვნილებას”, – აცხადებს პედაგოგის ადვოკატი.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები