“ტრაგედია ყვავილებით” – შემზარავი კადრები ხევიდან, სადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა (ვიდეო)

გუშინ, 23 აგვისტოს დუშეთში მოხმდარ ტრაგედიას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ტუროპერატორისTraveler-ge–ს მიერ დაგეგმილი ერთდღიანი ტური პირიქითა ხევსურეთში ტრაგიკულად დასრულდა. მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იჯდა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და 80 მეტრის სიმაღლიდან, ხევში გადავარდა.

“ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ შემზარავ კადრებში, რომელიც ტრაგედიის ადგილზეა გადაღებული, ჩანს დაკრეფილი ყვავილები, რომელიც სავარუდოდ ერთ–ერთმა გარდაცვლილმა ხევსურეთში დაკრიფა და შინ მიჰქონდა.

გარდაცვლილთა შორის არის მძღოლი, გიდი და ერთი კანადის მოქალაქე, რომლის პასპორტიც ტრაგედიის ადგილზე იპოვეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები