ტრაგედიას დუშეთში მეორე კურსის სტუდენტი ხატია ზაალიშვილი ემსხვერპლა

დუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა, “შავი ზღვის უნივერსიტეტი” ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის შედეგად მათი მეორე კურსის სტუდენტი გარდაიცვალა:

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი ტურიზმის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი ხატია ზაალიშვილი ემსხვერპლა. ვუთანგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს და თანადგომას ვუცხადებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები