ტიმატიმ ქართველი მილიონერების ქორწილში იმღერა

პოპულარული რუსი მომღერალი პროდიუსერი და მეწარმე, ტიმატი რამდენიმე დღის წინ თბილისს ეწვია. არავინ იცოდა რა მიზნით ან მიზეზით. როგორც აღმოჩნდა მომღერალი ქართველი მილიონერების ქორწილში შემსრულებლის ამპლუაში ჩამოვიდა.

საქმე ეხება თორნიკე ქებურიას, Ambassadori-ის სასტუმროების ქსელის მეპატრონის შვილისა და ქართველი მოდელის, ქეთი ჟღენტის ქორწილს. დიდებული საღამო, რომელზეც ტიმატის გარდა, თეონა კონტრიძეც გამოდიოდა, კახეთში, Ambassadori Kachreti Golf Resort-ში ჩატარდა.

ქორწილში სტუმრებს შორის იყვნენ Tbilisi Fashion Week-ის დამფუძნებელი, თაკო ჩხეიძე, კალათბურთელი ანატოლი ბოისა და ბევრი სხვა ვარსკვლავი.

კომენტარები

სხვა სიახლეები