ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოზარდიდან ერთ-ერთმა დაბადების დღე აღნიშნა

ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი 12 მოზარდიდან ერთ-ერთმა დაბადების დღე აღნიშნა. დუანგ პეტჩპჰრომ პტჰეპი, 14 წლის გახდა.
მან მილოცვები სოციალური ქსელებით მთელი მსოფლიოდან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი ტურისტებისთვის ცნობილ მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს წამოვიდა ძლიერი წვიმა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი დაიკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვებულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

2 ივლისს აშშ-სა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით იპოვეს. ყველა მათგანი ცოცხალია, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება მათი გამოქვაბულიდან გამოყვანა. მათ 9 დღის განმავლობაში არაფერი უჭამიათ და როგორც მაშველები განმარტავენ, ჯერ საჭიროა, ძალები აღიდგინონ. ექსპერტები აცხადებენ, რომ წყლის დონის დაწევას სულ მცირე 3 თვე სჭირდება, ხოლო ვიწრო კლოდვანი მღვიმეს გავლა წყლის ქვეშ გამოუცდელ ბავშვებს გაუჭირდებათ, ამიტომ ამჟამად პროფესიონალი მყინთავები ცდილობენ მათ დაივინგი ასწავლონ.

კომენტარები

სხვა სიახლეები