კანადაში, ერთ-ერთ მსხვილ ქალაქში, სატვირთოს შიშველმა მძღოლმა რამდენიმე ავტომობილი გაიტანა

შიშველმა მამაკაცმა, რომელიც კანადის ფოსტის კუთვნილ სატვირთოს მართავდა, 8 ავტომობილი გაიტანა. მომხდარის შემდეგ, მძღოლი გადმოვიდა და ახლომდებარე მაღაზიას ეწვია. გაოგნებულმა მძღოლებმა ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, რომლებმაც ვითარებაში გარკვევის შემდეგ, უცნაური მძღოლი დააპატიმრეს. ახლა ისინი არკვევენ, ის ნამდვილად კანადის ფოსტის თანამშრომელია, თუ უბრალოდ სატვირთო ტრანსპორტი გაიტაცა. ასევე, სამართალდამცველები არკვევენ, თუ რატომ გადაწყვიტა მამაკაცმა საზოგადოების თავშეყრის ადგილას, ტრანსპორტის მართვისას გაშიშვლება.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები