სუპერნიღაბი, რომელიც თმას ორი ტონით აღიავებს – ომბრე ოჯახურ პირობებში

ნატურალური პროდუქტებით შეღებვის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არა მხოლოდ არ აფუჭებენ თმას, არამედ აუმჯობესებენ მის მდგომარეობას, ამაგრებენ თმის ძირებს.

გარდა ამისა, უეჭველ პლუსად მიიჩნევა ხელმისაწვდომობა და მისი გამოყენება სახლის პირობებში. ერთადერთი მინუსი, რომელიც ამ პროცედურას გააჩნია – მისი რამდენჯერმე გამეორებაა. ანუ თქვენ ვერ შეძლებთ ერთი პროცედურით მუქი კულულების გაღიავებას, ეს მოხდება საშინაო საღებავის რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ.

დაგჭირდებათ:

დარიჩინის ფხვნილი – 3 ჩ.კ.
თაფლი – 3 ჩ.კ.
ზეითუნის ზეთი – 1-1,5 ჩ.კ.
თმის კონდიციონერი – 6-7 ს.კ.

დარიჩინი, თაფლი, ზეითუნის ზეთი და კონდიციონერი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მშრალ თმაზე ფუნჯით ან ღრუბელით წაისვით კრემი-ნიღაბი თმის მთელ სიგრძეზე.

ეცადეთ არ წაისვათ ნიღაბი თმის ძირებზე, ვინაიდან დარიჩინმა შეიძლება აგიწვათ კანი. თავზე შემოიხვიეთ პოლიეთილენი და პირსახოცი და გაიჩერეთ 30-35 წუთი, შემდეგ მოიხსენით პოლიეთილენი და პირსახოცი და გაიჩერეთ ნიღაბი თმაზე კიდევ 3-5 საათის განმავლობაში.

ჩამოიბანეთ შამპუნით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ და გაიმეორეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ თმის სასურველ ფერს.

წყარო: რეიტინგი 

კომენტარები

სხვა სიახლეები