მარი ბაბეტას ჯანსაღი დიეტა – ყველა ქალი იმსახურებს ლამაზ სხეულს!

მგონი, ყველანი ერთხმად ვთანხმდებით იმაზე, რომ მარი ბაბეტას არაჩვეულებრივი ფიგურა აქვს. მას არასდროს დაუთხელებია სხეულის რომელიმე ნაწილი. მარიმ გაგვიზიარა, რომ მისი საიდუმლო მსუბუქ კვებასა და მოძრაობაშია.

,,- თუ სიმსუბუქეს არ გრძნობთ ჩათვალეთ, რომ საკვების ზომას გადააჭარბეთ. მაგიდიდან ისე უნდა ადგეთ, თითქოს არაფერზე დაგიკარებიათ პირი.” – ამბობს მოცეკვავე.

აი როგორია ბაბეს ყოველდღიური მენიუ.

დილა:

უზმოზე 500 გრ. მინერალური წყალი
20-15 წუთიანი შუალედის შემდეგ მიირთვით იოგურტი ბანანთან ან ,,ხლებცისთან” ერთად.

შუადღე:

დააგემოვნეთ კრაბის სალათა, რომელიც არა მარტო თქვენს წონაზე, არამედ კანზეც იზრუნებს. ასაკი გვიან დაგეტყობათ.
შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ მაწვნიან ბრინჯზე. ბრინჯი უნდა იყოს უშაქრო და უმარილო. ამბობენ, რომ საკვების ნამდვილი გემოს გასაგებად, იგი სწორედ შეკმაზვის გარეშე უნდა მიირთვათ. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის პრიორიტეტულია წონის საკითხი და არა გურმანობა.

საღამო:

მადა წიწიბურათი და ხილით უნდა დაიკმაყოფილოთ.

კვირაში ერთხელ დღის რაციონში აუცილებლად შეიტანეთ მოხარშული ქათმის ხორცის თეთრი ნაწილი და ხაჭო.
დილას და საღამოს ივარჯიშეთ (სულაც არ არის აუცილებელი ფიტნეს კლუბში სიარული), გაახურეთ სხეული, ჩართეთ მუსიკა და იცეკვეთ, გაერთობით და ამავდროულად კალორიებს დაწვავთ.

გახსოვდეთ, ყველა ქალი იმსახურებს ლამაზ სხეულს! თქვენი სილამაზე კი თქვენს ხელშია!

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები