სოდის გამოყენების 11 უჩვეულო მეთოდი- იაფი, მაგრამ ეფექტური

სოდა უნივერსალური საშუალებაა, რომელიც კულინარიაშიც გამოიყენება და კოსმეტოლოგიაშიც. რატომ უნდა დახარჯოთ უამრავი ფული ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე, რომლის ეფექტსაც სოდის გამოყენებით მიაღწევთ. გთავაზობთ სოდის გამოყენების 11 საშუალებას, რათა კიდევ უფრო გალამაზებაში დაეხმაროთ საკუთარ თავს.
1. კანის გასაახალგაზრდავებლად და დასარბილებლად: შეურიეთ ერთმანეთში წყალი და სოდა, პროპორციით 3:1, სქელი ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. ახლა წაისვით სახის, ხელებისა და იდაყვების გაუხეშებულ ადგილებზე და წრიული მოძრაობით კანი დაგირბილდებათ და გაუხეშებული ნაწილები მოგცილდებათ.
2. ფეხების მოსავლელად: შეურიეთ ერთმანეთს 2 ჩაის კოვზი მარილი და 1 ჩ/კ სოდა. ჩაყარეთ თასში, დაასხით ცხელი წყალი, როგორსაც გაუძლებთ და ჩაყავით ფეხები. ამგვარად ფეხიდან მოიშრებთ ჭუჭყსა და გაუხეშებულ კანს. შეგიძლიათ ფეხებიც წრიული მოძრაობებით დაიმუშაოთ, ისევე, როგორც პირველ პუნქტშია ახსნილი.
3. აბაზანისთვის: აავსეთ სააბაზანო თბილი წყლით და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა სოდა. იგი გაგისუფთავებთ კანს და აბრეშუმისნაირს გაგიხდით. მაგრამ გახსოვდეთ, სოდიანი წყალი კარგად უნდა ჩამოიბანოთ კანიდან.
4. სახის დასაბანად: სოდისა და თბილი წყლის სუსტი ნაყენი იდეალური საშუალებაა სახიდან კოსმეტიკისა და კანის გაუხეშებული ნაწილების მოსაშორებლად.
5. თმის დასაბანად: დაუმატეთ 1/2 ჩ/კ სოდა შამპუნის იმ რაოდენობაში, რაც ერთ დაბანაზე გჭირდებათ. იგი გაგისუფავებთ თმას. არ დაგავიწყდეთ, თმის საფუძვლიანი დაბანა, რათა სოდა თმაზე არ დაგრჩეთ.
6. სოდა – მშრალი შამპუნი: თუ თმა გაგიცხიმიანდათ, მაგრამ მის დასაბანად დრო არ გაქვთ, დააყარეთ სოდა სავარცხელს და დაივარცხნეთ თმა. სოდა ადვილად მოგაშორებთ ცხიმს და გაგიხალისებთ თმას.
7. ნამზეურს დაგიამებთ: მზის აბაზანის შემდეგ კანი რომ დაამშვიდოთ და გააგრილოთ, კანზე სოდისა და წყლის (პროპორციით 3:1) ფაფისებური მასა წაისვით.
8. თმის სავარცხლისა და ჯაგრისის გასაახლებლად: ჯამში ჩაასხით 1 ლიტრი წყალი და დაუმატეთ 4 ჩ/კ სოდა, კარგად მოურიეთ და მასში ჩააწყვეთ თმის სავარცხელი და ჯაგრისი. ამგვარად მათ ლაკს, საღებავის ნარჩენებსა და სხვა კოსმეტკურ საშუალებებს მოაშორებთ.
9. კბილების გასათეთრებლად: ერთმანეთში შეურიეთ თანაბარი რაოდენობით მარილი და სოდა და მიღებული ნარევით გაიხეხეთ კბილები (ნამიანი ჯაგრისი ნარევში უნდა ჩააწოთ). ეს მეთოდი კბილებსაც გაგითეთრებთ, უსიამოვნო სუნსაც მოგაშორებთ და პირში არსებულ მიკროიარებსაც მოგიშუშებთ.
10. ფრჩხილების მოსავლელად: სოდა დაგეხმარებათ გაისუფთაოთ ფრჩხილები და დაირბილოთ ნუნები. ამისათვის სოდა მანიკიურის ჯაგრისზე დაიყარეთ და ფრჩხილები საგულდაგულოდ გაიწმინდეთ.
11. მწერების ნაკბების დასაამებლად: ნებისმიერი მწერის ნაკბენის შემდეგ კანზე ცოტა სოდა დაიყარეთ. იგი კანის სწრაფ შეხორცებასაც უწყობს ხელს.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები