9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის საჩუქრების შეძენას შეძლებთ.

კურო
ყურადღებით იყავით, მოსალოდნელია ფულის, საბუთების დაკარგვა, გაუფრთხილდით ურთიერთობებსაც.

ტყუპი
ნიჭიერი და ამბიციური ხართ, რაც დაგეხმარებათ იერიშით აიღოთ დასახული მწვერვალები.

კირჩხიბი
საქმეები დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. გირჩევთ, დილიდან აქტიურათ დაიწყოთ დღე (ვარჯიში, სირბილი), რათა ენერგია დღის ბოლმდე შეინარჩუნოთ.

ლომი
კარგი დღეა გავლენიან ადამიანებთან შესახვედრად; საქმეების მოსაგვარებლად და სამომავლო გეგმების შესადგენად. მოიძიეთ ისეთი კავშირები და ინფორმაციები, რაც მომავალში გამოგადგებათ.

ქალწული
ნუ იქნებით მორიდებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი; გახსოვდეთ, რომ პრობლემებს მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით მოაგვარებთ.

სასწორი
მოერიდეთ კამათს უფროსთან, ფულის ხარჯვას. გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი და ლიდერის თვისებები.

მორიელი
იკონტაქტეთ მეგობრებთან, ნათესავებთან. ნუ მოგერიდებათ მათთვის საკუთარ პრობლემებზე საუბარი. ბავშვების გამო მოსალოდნელაი ხარჯი.

მშვილდოსანი
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. იყავით მოწესრიგებული, – არაფერი დაკარგოთ, გამოგრჩეთ. არ ღირს ფულის ხარჯვა წამიერ სიამოვნებაზე.

თხის რქა
პლანეტების განლაგებმა შეიძლება საქმეებში აურზაური გამოიწვიოს; ზოგიერთ მომენტზე დაგაეჭვოთ, მაგრამ ნუ გადაუხვევთ დასახული მიზნიდან, იბრძოლეთ და ყველაფერი გამოგივათ.

მერწყული
ფულის ხარჯვა სწავლასა და ახლობლების საჩუქრებზე ნუ დაგენანებათ. მოსალოდნელია ხანმოკლე მგზავრობა.

თევზები
შეეხმიანეთ ახლობლებს, მეგობრებს, მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში. კარგი დღეა ცოდნისა და გამოცდილების ახალგაზრდა თაობისთვის გადასაცემად.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები