სკანდალური კევინ სპეისი დაბრუნდა – მსახიობმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა (ვიდეო)

კევინ სპეისიმ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა, მას მერე, რაც ერთი წლის წინ ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. 24 დეკემბერს „ბანქოს სახლის“ ვარსკვლავმა ვიდეორგოლი ჩაწერა სახელწოდებით – „მომეცით ნება ვიყო გულწრფელი“ (Let Me Be Frank), რაც ერთგვარი სიტყვათა თამაშია, რადგან სწორედ ფრენკ ანდერვუდი ჰქვია მის გმირს „ბანქოს სახლიდან“, ხოლო ამავე დროს სიტყვა „Frank“ ინგლისურად გულწრფელს ნიშნავს.
3-წუთიან ვიდეოში ის პირველად საუბრობს იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც მის მიმართ გაჟღერდა. სკანდალურმა მსახიობმა ვიდეომიმართვა თავის სოციალურ ქსელებში განათავსა.
„თქვენ მე მენდობოდით, თუმცა იცოდით, რომ ეს სწორი არ იყო. ვინც რა უნდა თქვას, მე და თქვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია. და მე ვიცი, რა გსურთ თქვენ. თქვენ გსურთ, რომ მე დავბრუნდე“, – ამბობს სპეისი.
როგორც ცნობილია, Netflix-მა მასთან თანამშრომლობაზე მას მერე თქვა უარი, რაც სპეისი 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. 2018 წლის სექტემბერში კი პროკურატურამ უარი თქვა გამოძიების დაწყებაზე, სავარაუდოდ მომხდარი ფაქტის ხანდაზმულობის ვადის გასვლიდან გამო.
ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კევინ სპეისი ისევ დაადანაშაულეს სექსუალურ ძალადობაში და ის სასამართლოში 7 იანვარს არის დაბარებული.

სკანდალური კევინ სპეისი დაბრუნდა – მსახიობმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა (ვიდეო)

კომენტარები

სხვა სიახლეები