ტრამპმა 7 წლის ბიჭს, რომელსაც სანტას არსებობის სჯერა, დასცინა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია ტრადიციულად, სანტა კლაუსის „მოადგილეების“ როლში წარდგნენ. ისინი ტელეფონით უყვებოდნენ ამერიკელ ბავშვებს სანტა კლაუსის ადგილსამყოფელის შესახებ, რომელიც ამ პერიოდში საჩუქრების დარიგებით არის დაკავებული. ტრამპის და 7 წლის კოულმანის საუბარმა ამერიკული მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
„შენ ჯერ კიდევ გჯერა სანტა კლაუსის?“ -ჰკითხა ბიჭუნას პრეზიდენტმა. ამის მერე კი დაამატა-„შვიდი წელი ეს ხომ ამისთვის ბოლო ვადაა, ასე არ არის? ..კარგი, გაერთე“. ამ რამდენიმე ფრაზამ, რომელიც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ამერიკულ სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ამერიკელების უმრავლესობა ასკვნის, რომ სავარაუდოდ, ტრამპმა ბავშვს ახალი წელი ჩაუშხამა და ახლა მშობლებს მისთვის ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევთ.

https://www.youtube.com/watch?v=qlJieO0-jR0&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები