როგორ გამოიყურება სპერმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დონორი(ფოტო)

ლოს-ანჯელესის მკვიდრი, 27 წლის მამაკაცი 18 ბავშვის მამაა. ისინი მას არასოდეს უნახავს. კაილ გორდი სიამაყით აქვეყნებს თავის „ფეისბუქზე“ ფოტოებს, სადაც ქალების ორსულობის ტესტების დადებითი შედეგებია ასახული. ის თვლის, რომ მისი ბედნიერება არა ბავშვების გაზრდა, არამედ მათ ჩასახვაში ქალებისთვის დახმარებაა.
კაილი მთელს მსოფლიოში სპერმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დონორია. ასეთი სტატუსი მან მას მერე მიიღო, რაც თავისი მომსახურების რეკლამირება სოციალურ ქსელებში დაიწყო.
„მე ძალიან პოპულარული მამაკაცი ვარ. დაახლოებით 100 ადამიანი მომმართავს თვეში. დიდი მოთხოვნაა ჩემზე. ყველას ვერ დავეხმარები, მაგრამ, როგორც წესი, თვეში სამ ქალს ვეხმარები ჩემი სპერმით. თუმცა, ყველას შედეგი არა აქვს“, – ამბობს სპერმის დონორი.
კაილი მარტოხელა ქალებსაც და იმ წყვილებსაც ამარაგებს სპერმით, რომლებიც უშვილობის პრობლემას წლებია უშედეგოდ ებრძვიან. კლიენტი ქალების უმრავლესობას მისი სპერმა ხელოვნური გზით მიაქვს, დაახლოებით, მეოთხედს კი მასთან სექსი აქვს, რომ დაორსულების მეტი შანსი ჰქონდეთ.
კაილის სპერმა უკვე გამოყენებულია ლოს-ანჯელესში, სან-ფრანციკოსში, კოლორადოსა და ტეხასში. ამჟამად, მას ქალების სხვა ქვეყნებში გაბედნიერებაც სურს.

კომენტარები

სხვა სიახლეები