სილიკონის მკერდმა, რომელმაც ტყვიას მიმართულება შეუცვალა, ქალი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა

სამედიცინო ჟურნალი Plastic Surgery Case Studies საკმაოდ უცნაურ შემთხვევაზე სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მკერდის სილიკონის იმპლანტმა მისი მფლობელის სიცოცხე იხსნა. კერძოდ კი იმპლანტმა ტყვიას ტრაექტორია შეუცვალა და ასე გადაარჩინა ქალი.

ინციდენტი კანადაში, ონტარიოს ერთ–ერთ პროვინციაში მოხდა. 30 წლის ქალი უცნობი მსროლელის მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა თავისთის ქუჩაში მიდიოდა, გაიგო გასროლის ხმა და მარცხენა მკერდის არეში ტკივილი და წვა იგრძნო. შოკურ მდგომარეობაში მყოფმა დაიხედა მკერდზე და სისხლი შენიშნა.

თვითმხილველებმა სასწრაფო გამოიძახეს, დაჭრილი ქალი უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა მის სხეულზე მხოლოდ პატარა ნაწიბური აღმოაჩინეს, საიდანაც სისხლი მოდიოდა, კანქვეშ კი ტყვია იყო. შესაბამისი კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ იმპლანტთან დაჯახების შედეგად ტყვია ორად გატყდა, ერთი ნაწილი კანქვეშ გაჩერდა, მეორემ კი ნეკნი გაუტეხა, ფილტვი მცირედით დაუზიანა და გაჩერდა.

ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქალს ბუნებრივი მკერდი ექნებოდა, ტყვია პირდაპირ გულში გაივლია, კანადელი კი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან იმპლანტმა ის გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები