კორონავირუსის პანდემიისას მიცვალებულად გამოცხადებულმა ქალმა, რომლის ფერფლთანაც ახლობლებმა ერთი თვე გაატარეს, გაიღვიძა

ეკვადორის მოხუცმა მოქალაქემ, რომელიც ექიმებმა მიცვალებულად გამოაცხადეს, ერთი თვის შემდეგ გაიღვიძა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი El Comercio წერს.

74 წლის ალბა მარუტი გრანდმა 27 მარსტს თავი შეუძლოდ იგრძნო. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებიც დაეწყო. ქალი გუაიაკილის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კომაში ჩავარდა. საღამოს ექიმებმა პაციენტი მიცვალებულად გამოაცხადეს და ამის შესახებ ახლობლებსაც შეატყობინეს.

სინამდვილეში ექიმებს პაციენტების ვინაობა აერიათ და ახლობლებს სხვა გარდაცვლილის ცხედარი გაატანეს მაშინ, როცა გრანდი საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში რჩებოდა. მისმა ახლობლებმა თითქმის ერთი თვე გაატარეს უცნობი ადამიანის ფერფლთან საგანგებო სიტუაციის მოლოდინში, რათა ფერფლის გაფანტვა შეძლებოდათ.

24 აპრილს პენსიონერმა გაიღვიძა, მედდას თავისი ვინაობა შეატყობინა და თავისი დის ტელეფონის ნომერი დაუსახელა. შედეგად, ამ დროისათვის ეს უკანასკნელი ელოდება თუ როდის გაწერენ საავადმყოფოდან.

ექიმებმა ბოდიში მოიხადეს: „გვესმის რა მძიმე დღეების გადატანა მოუწიათ, იმ დროისათვის ქაოსი სუფევდა, გარდაცვლილებისა და კორონავირუსით ინფიცირებულების სახით“

პენსიონერის ოჯახი საავადმყოფოს სასამართლოში უჩივის ცხედრისთვის შესაბამისი პროცედურებისა და კრემაციის ხარჯების ასანაზღაურებლად. ისინი იმედოვნებენ რომ 2 ათას დოლარს დაიბრუნებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები