საფრანგეთის პირველი ლედი მოვალეობებს უფასოდ ასრულებს

რამდენი უჯდება საფრანგეთს პირველი ლედის შენახვა?
საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა წლიური ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილია ელისეის სასახლის შესანახად. თანხამ მოქალაქეების ყურადღება მიიპყრო. ეს არის 440 000 ევრო, რომელიც ბრიჯიტ მაკრონს და მის გუნდს ხმარდება. ჯგუფში შედის მაკრონის ყველა დამხმარე, უსაფრთხოების თანამშრომლები და სამდივნო.
საინტერესოა, რომ ამ თანხიდან თვითონ ბრიჯიტს არაფერი ეკუთვნის: ფული მოხმარდება წინასწარ გათვლილ ხარჯებს. პირველი ლედის მოვალეობებს იგი უფასოდ ასრულებს. მისი მეუღლის ემანუელ მაკრონის ინიციატივით, ვებგვერდზე გამოქვეყნდება პირველი ლედის მთელი განრიგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები