სასწავლო ავტომანქანას, რომელსაც 18 წლის გოგო მართავდა, მატარებელი შეეჯახა (ვიდეო)

პოლონეთში, სასწავლო ავტომობილს მატარებელი შეეჯახა. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში მოხვდა. კადრებში ჩანს, რომ ლიანდაგზე გაჭედილი ავტომობილიდან ინსტრუქტორი გადმოდის, ხოლო მანქანაში მისი მოსწავლე რჩება.
18 წლის ანჟელიკა ავტომანქანის მართვის შესწავლას ცდილობდა. თუ როგორ და რატომ მოხვდა ის სარკინიგზო გადასასვლელზე, ჯერჯერობით უცნობია. მაშინ როდესაც სასწავლო მანქანა ლიანდაგზე გაიჭედა, მან მისი დაძრა ვერ შეძლო, სწორედ ამ მომენტში კი მატარებელი გამოჩნდა. ინსტრუქტორმა, რომელიც გოგონას გვერდით იჯდა, მანქანა შეჯახებამდე წამით ადრე დატოვა.

თვითმხილველების თქმით, როდესაც მატარებელი გაჩერდა, ისინი დამტვრეულ მანქანას მიუახლოვდნენ. გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მას ღვედი ეკეთა და ჯერ კიდევ სუნთქავდა. ინსტრუქტორი კი გაშეშებული იდგა და უყურებდა. როდესაც მას დახმარება სთხოვეს, ის არ რეაგირებდა.

67 წლის ინსტრუქტორს პოლიციაში კითხავენ. სამართალდამცველები არკვევენ, რატომ მისცა მან ახალბედა მძღოლს უფლება, შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გაევლო.

კომენტარები

სხვა სიახლეები