დიღომში მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძროხა ამწით ამოიყვანეს (ფოტო)

თბილისში, სოფელ დიღომში, მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძროხა ამწით ამოიყვანეს.

დიდგორის ქუჩაზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მაშველების დახმარება მას შემდეგ ითხოვა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისი შინაური ცხოველი სახლში არ დაბრუნდა, მოგვიანებით კი ჭაში ჩავარდნილი იპოვა.

 შინაური ცხოველი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები