სასტუმრო “ლეოგრანდში” გარდაცვლილის მეგობარი: ჯერ ხომ ძალიან ახალგაზრდა იყავი, მინდა, რომ ტყუილი იყოს

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა 22 წლის ბექა შატაკიშვილია. იგი ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის სტიქაროსანი იყო. უბედურ შემთხვევას მისი მეგობარი – ლაშა მგელაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ბავშვობიდან რაც კი შემომრჩა და რაც მახსოვს ყველაზე კარგად, შენ ხარ. როგორ ვთამაშობდით ხოლმე, სულ ერთად დავდიოდით ყველგან. ბოლო დროს, აღარ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, იმიტომ, რომ შეიცვალა ყველაფერი. ჯერ ხომ ძალიან ახალგაზრდა იყავი. ვერ ვიჯერებ, არ მინდა დაჯერება. მინდა, რომ ტყუილი იყოს. უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული, ბექა”, – წერს გარდაცვლილის მეგობარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები