საოცარი ისტორია – ბიჭუნამ გარდაცვლილ მამას წერილი გაუგზავნა, რომელიც ფოსტალიონმა „ზეცაში გაგზავნა“

შოტლანდიელმა ტერი კოპლანდმა საზოგადოებას უამბო, რომ მისმა 7 წლის ვაჟმა ჯეიმსმა მისალოცი ბარათი მამას გაუგზავნა, რომელიც 4 წლის წინ გარდაიცვალა. ტერი არ ელოდა, რომ წერილს სოციალური ქსელების მომხმარებლები ასე აიტაცებდნენ.. ქალმა გულისამაჩუყებელი პოსტი „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა და ამ სევდიანი, მაგრამ კეთილი ისტორიის შესახებ მოყვა.
ტერის თქმით, მისმა შვილმა მამას დაბადების დღეზე მისალოცი ბარათი დაუწერა და ფოსტალიონს სთხოვა ის პირდაპირ ზეცაში გაეგზავნა.
„მისტერ ფოსტალიონო, ხომ არ შეგიძლიათ, რომ ეს წერილი ჩემს მამას, ზეცაში გაუგზავნოთ? მას დღეს დაბადების დღე აქვს. გმადლობ“, – დაწერა ბიჭუნამ.
საპასუხოდ ბავშვმა წერილი ფოსტის თანამშრომელი სემ მილგანისგან მიიღო​. მამაკაცმა მისწერა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი წერილის გაგზავნაში გარკვეული სირთულეები შეიქმნა, მაგრამ ყველა მათგანი გადალახულია და მისალოცი ბარათი ადრესატამდე მივიდა.
„ძვირფასო ჯეიმს. მსურს გამცნო, რომ ჩვენ შევძელით ამ მნიშვნელოვანი წერილის შენი მამისთვის გაგზავნა. თუმცა, საკმაოდ რთული იყო – გზად ვარსკვლავების და სხვა გალაქტიკური ობიექტებისთვის თავის არიდება. მაგრამ, იყავი დარწმუნებული, წერილი ადგილზეა“, – წერია ფოსტიდან ბიჭისთვის გამოგზავნილ წერილში.

კომენტარები

სხვა სიახლეები