დიზაინერებმა კატების მეპატრონეებისთვის იდეალური ნაძვის ხე შექმნეს

ფისოები, რომლებიც საახალწლო ნაძვის ხეებს ძირს აგდებენ და სათამაშოებს ამტვრევენ, ფისომოყვარულებს დიდ პრობლემას უქმნიან.
უახლოეს წარსულში, კატების მოყვარულები ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდნენ – ზოგი ნაძვის ხეს ჭერზე კიდებდა, ზოგიც კედელზე ამაგრებდა. თუმცა, ბრიტანელმა დიზაინერებმა საკმაოდ ორიგინალური მეთოდი შეიმუშავეს.
ბრიტანული ქსელური კომპანია Argos-ის კატალოგებში სპეციალური ნაძვის ხეები გამოჩნდა. გრძელი ღერო არ მისცემს საშუალებას კატებს სათამაშოებს მისწვდნენ და შეარყიონ საახალწლოდ საგულდაგულოდ მორთული ხელოვნური ნაძვის ხე.
ამ უჩვეულო ნაძვის ხის კიდევ ერთი პლუსი მის ქვეშ დიდ გაბარიტიანი საჩუქრების მოთავსებაა. თუ კი ყოველთვის ოცნებობდით ნაძვის ხის ქვეშ ახალი მაცივრის აღმოჩენაზე, ბრიტანელების ეს გამოგონება, სწორედ რომ თქვენთვისაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები