საინტერესო ფაქტები ძილის შესახებ

 

იცოდით, რომ ერთი საათით მეტ ძილს შეუძლია გულის შეტევის რისკის შემცირება 33 % ით? საკმარისი ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა დაწყებული სისხლის მიმოქცევის სისტემიდან დიაბეტამდე. დიდი ხნის უძილობა ფსიქიკურ აშლილობას და პარანოიას იწვევს.
 
1.      ადამიანი სიზმარს ხედავს ძილის ნებისმიერ სტადიაზე.
 
აღიარებულია აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანი სიზმარს ძილის მხოლოდ ერთ-ერთ სტადიაზე ხედავს, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. სიზმარს ადამიანი სხვა სტადიებზეც ხედავს. განსხვავება მხოლოდ სიზმრის შინაარსშია. ძილის საწყის სტადიაზე ადამიანი სიზმრები მის ფიქრებს ასახავს, შემდეგ კი ჩვენ უფრო ფანჯტასტიური შინაარსის სიზმრებს ვხედავთ.
2.      ზოგ ადამიანს ბუებრივი მაღვიძარა აქვს.
 
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე თითქმის ერთსა და იმავე დროს იღვიძებენ. ამ ბუნებრივი მაღვიძარას არსებობა განპირობებულია სხვადასხვა სტრესული სიტუაციებით.
3.      თინეიჯერულ ასაკში ადამიანებს იმდენი ხანი უნდა ეძინოთ რამდენიც პატარა ბავშვებს.
მოზარდებს მინიმუმ 10 საათი ძილი ესაჭიროებათ, ასე რომ თუ ბავშვს ადგომა არ უნდა ე.ი. მას საკმარისად დიდ ხანს არ უძინია. ზრდასრულ ადამიანებისთვის კი უკვე 8 საათი ძილიც საკმარისია. 65 წელს გადაცილებულთათვის კი საშუალოდ 6. ამასთან, ქალებს ერთი საათით მეტი მაინც უნდა ეძინოთ ვიდრე მამაკაცებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები