სენდვიჩი ტუნეცით

ინგრედიენტები:
დაკონსერვებული ტუნეცი – 1 ქილა,
მაიონეზი – 2-4 ჩ.კ. კვერცხი (მოხარშული) – 1 ცალი,
ლიმონის წვენი – 1 ჩ/კ.
ხახვი – 2 ს/კ.
სალათის ფურცელი – 4 ცალი,
თეთრი პური – 4 ცალი.

მომზადების წესი: ტუნეცს წყალი გადავუწუროთ და ჩანგლით დავჭყლიტოთ. კვერცხი და ხახვი წვრილად დავჭრათ. პური შევწვათ. ტუნეცი, კვერცხი, ხახვი, ლიმონის წვენი და მაიონეზი ერთმანეთში ავურიოთ. პურის ნაჭერს სალათის ფურცელი დავადოთ, შემდეგ ტუნეცის შიგთავსი, ისევ სალათის ფურცელი და ბოლოს პურის მეორე ნაჭერი

კომენტარები

სხვა სიახლეები