საინტერესო ფაქტები საქართველოს შესახებ, რომელიც შესაძლოა, აქამდე არ იცოდით

1. სიღნაღის ციხე- გალავანი, ფართობით ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეორეა, ჩინეთის კედლის შემდეგ.

2. ევროპის უმაღლესი მწვერვალები საქართველოშია (შხარა (5,201 მ); მყინვარწვერი (5,033 მ); თეთნულდი (4,858 მ); უშბა (4,710 მ).

3. უშგული ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელია ევროპაში.

4. ოქროს პირველი მაღარო საქართველოშია, საყდრისშია აღმოჩენილი.

5. პირველ ევროპელებად დმანისში აღმოჩენილი ქალისა და მამაკაცის ჩონჩხებია მიჩნეული, რომელთაც ზეზვა და მზია დაარქვეს.

6. ევროპაში ყველაზე ღრმა უფსკრული არის თოვლიანი უფსკრული საქართველოში (აფხაზეთში). 5. ღვინის სამშობლოდ საქართველოა მიჩნეული.

7. ქართული ხმა კოსმოსში – ჩაკრულო.

8. ქრისტეს და ღვთისმშობლის კვართი საქართველოშია. ქრისტეს კვართი მცხეთაში, ხოლო ღვთისმშობლის კვართი – ზუგდიდში.

9. ქრისტეს ორი მოციქულის, მატათასა და სიმონ კანანელის საფლავები საქართველოშია.

10. ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და 14 დამწერლობაში შედის.

11. მრავალსართულიანობის მიხედვით, მსოფლიოში პირველობა ცუცხვათის (მაღარას) მღვიმეს ეკუთვნის (ტყიბული), ეს მღვიმე 11-12 სართულისგან შედგება.

12. ა) მსოფლიოში ყველაზე ცხელი წყალი საქართველოში აღმოჩნდა, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღის ტერიტორიაზე, სადაც მიწის ბურღვის დროს ჭაბურღილიდან თერმულმა წყალმა იფეთქა. მისი ტემპერატურა 104 გრადუსია. წყალი 3580მ სიღრმიდან ამოდის. ბ)თითქმის ასეთივე ტემპერატურა აქვს ფონიჭალის მიდამოებში აღმოჩენილ წყალს (103 გრადუსი), ეს წყალი 1966 წელს ბურღვის შედეგად აღმოაჩინეს, რომელიც 3600 მ სიღრმიდან ამოდის. გ) ცაიშის მინერალური წყლის ტემპერეტურა 81 გრადუსია.

13. მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა თბილისში, მუშთაიდის ბაღში 1935 წელს გაიყვანეს.

14. მსოფლიოში უძველესი თაფლი საქართველოში, ბორჯომის რაიონში აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა ყორღანში მიცვალებულის ნეშტთან ერთად ორი კერამიკული ჭურჭელი იპოვეს, რომელშიც მცენარეების მტვერი აღმოჩნდა. სპეციალური გამოკვლევების შედეგად, დასტურდება, რომ აღმოჩენილი მცენარეების მტვერი უძველესი დროის თაფლია. ქართველი არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ქართული თაფლი ეგვიპტურზე ორი ათასი წლით ძველია. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ყველაზე ძველი ნიმუში ტუტანხამონის სამარხში იყო ნაპოვნი. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში აღმოჩენილი თაფლი დაახლოებით 5500 წლისაა, ტუტანხამონის საფლავში ნაპოვნი ნიმუში კი 3500 წლის წინ არის დამზადებული. მეცნიერების აზრით,სამარხში აღმოჩენილი ქალის ნეშტი პირველ მეფუტკრეს ეკუთვნის, რომელსაც სამარხში სხვადასხვა სახეობის თაფლი ჩაატანეს. თუ არქეოლოგების აღმოჩენა მეცნიერულად დადასტურდა, საქართველო, შესაძლოა, ღვინოსთან ერთად, თაფლის სამშობლოდ იქნეს აღიარებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები