მამაცმა მამამ 12 წლის შვილი ნიანგის კბილებისგან იხსნა (ფოტო)

თავგანწირული მამა კბილებით ნიანგს იმისთვის ჩაეჭიდა, რომ 12 წლის ვაჟი გადაერჩინა. საშინელი ორთაბრძოლა მას მერე მოხდა, რაც პატარა დიეგო აბულჰასანი უმცროს ძმასთან ერთად, სახლთან ახლოს, მდინარეში ჩავიდა. შემთხვევა ფილიპინებზე მოხდა. მტაცებელი შეშინებულ ბიჭუნას თავს დაესხა და ის წყალქვეშ გაიტაცა.
როდესაც ბიჭის მამამ ყვირილი გაიგონა, მაშინვე საშველად გაიქცა და წყალში ჩავიდა. მას ხელში ხის ნაფოტი ეჭირა. მან ნიანგს რამდენიმეჯერ თავში ჩაარტყა, მაგრამ ის არ ნებდებოდა და მაშინ მამამ, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ტეხადამ მტაცებელს ფეხზე მთელი ძალით უკბინა -კბილები მანამდე არ გაუშვა, სანამ ნიანგმა ბავშვს თავი არ დაანება.
„ჩემს სხეულში იმდენი ადრენალინი იყო! ფიქრის დრო არ მქონდა. ნიანგს ვებრძოდი და ის პირდაპირ თვალებში მიყურებდა. და მაშინ მომაფიქრდა მისთვის კბენა. ფეხში კბილები მთელი ძალით ჩავარჭე,”-ამბობს გმირი მამა.
რაღაც სასწაული ძალით ამ გადაწყვეტილებამ იმოქმედა და ნიანგმა უკან დაიხია. მამამ დიეგო ხმელეთზე ამოიყვანა და მაშინვე კლინიკაში წაიყვანა. ბიჭუნა ორი დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ახლა ის უკვე სახლშია – მას მხოლოდ რამდენიმე პატარა იარა აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები