საზოგადოებრივი „ტუალეტის“ მოლარე ქალმა ოზურგეთში მამაკაცი საპირფარეშოში ჩაკეტა

ავტოსადგურთან მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოლარე ქალმა ოზურგეთში, საღამოს მისული კლიენტი, რომელმაც „ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილა“ და ფული არ გადაიხადა, საპირფარეშოში ჩაკეტა. შემთხვევა ავტოსადგურში მოხდა, სადაც სხვადასხვა სოფლის მიმართულებით მიმავალი რამდენიმე სამარშუტო ტაქსი დგება. ამ ამბავს ათეულობით მგზავრიც შეესწრო. მათი ყურადღება ქალის განწირულმა კივილმა და ჩხუბის ხმამ მიიქცია, რომელიც გარედან უბრახუნებდა კარს და ლანძღავდა საპირფარეშოში გამომწყვდეულ მამაკაცს: “არ გადაიხდი და კი იქნები მანდ, მომინდომა უფასოდ “ტუალეტში” სიარული, მიბრძანდი და სადაც გინდა იქ “მიაფსი“, ეგდე მანდ მთელი ღამით, არ წაიღეს ჩემი ნერვები? – გაჰკიოდა ქალი განწირული ხმით. ბოლოს კარგა გვარიანადაც შეუკურთხა გამომწყვდეულს და გამწარებულმა კარსაც რამდენჯერმე მიარტყა ფეხი. ამბავი, იქ მყოფი ხალხის ჩარევის შედეგად, „მსხვერპლის“ გათავისუფლებით დასრულდა.

წყარო:http://guriismoambe.com

კომენტარები

სხვა სიახლეები