“სადაც არის გავრცელებული შავი ჭირი, ის მართვადია” – არის თუ არა ახალი ეპიდემიის საფრთხე?!

ჩინეთში შავი ჭირის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა – არის თუ არა ეპიდემიის გავრცელების საფრთხე და რა სიტუაციაა საქართველოში? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ამ დაავადების ბოლო შემთხვევა 1921 წელს არის დაფიქისრებული:

“დღეს, სირთულეების მიუხედავად, შავი ჭირი განკურნებადი დაავადებაა.  ეპიდემიური გავრცელების მაღალ რისკს არ მოიცავს. შავი ჭირის ყველაზე საშიში ფორმა  არის ფილტვის ფორმა.

ჩინეთის გარდა, შავი ჭირი სხვა ქვეყნებშიც არის, მაგრამ ეტყობა, ჩვენმა ქვეყანამ ჩინეთს განსაკუთრებით მიაქცია ყურადღება.

სადაც არის გავრცელებული შავი ჭირი, ის მართვადია. ამიტომ შეგვიძლია, ვიყოთ წყნარად. საქართველოში მართლაც არის შავი ჭირის მეზოკერები, ბოლო შემთხვევა მღრღნელში რეგისტირებული იყო შარშანაც და ეს ჩვეულებრივი პროცესია.

რაც შეეხება ადამიანის დაავადების შემთხვევას, 1921 წლის შემდეგ ასეთი შემთხვევა არ გვქონია”, – განაცხადა ზახაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები