საბავშვო ბაღის აღმზრდელმა 23 ბავშვი მოწამლა

ახლახან, ცნობილი გახდა საბავშვო ბაღის აღმზრდელის საშინელი საქციელის შესახებ. თავდაპირველად, არ იყო ცნობილი მოტივი, თუმცა, გაირკვა, თუ რატომ მოწამლა პედაგოგმა 23 აღსაზრდელი. შემთხვევა ჩინეთში, ხენანის პროვინციაში მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ბავშვებმა თავი, საუზმის შემდეგ, ცუდად იგრძნეს. 4 წლის ლის მამა დირექტორის ზარის შემდეგ ბაღში მივარდა და თავისი ქალიშვილი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. კიდევ რამდენიმე ბავშვს სახეზე ფერი არ ედო და მუცლები სტკიოდა. 23 ბავშვი საავადმყოფოში მოწამვლის სიმპტომებით გადაიყვანეს-მათ გული ერეოდათ, გონებას კარგავდნენ და თავი სტკიოდათ. მოგვიანებით, ექიმებმა ნიტრიტების კვალი აღმოაჩინეს. როგორც სამართალდამცველებმა დაადგინეს, ბაღის აღმზრდელმა სპეციალურად ჩაყარა ქიმიკატები დილის ფაფაში, რათა შური ეძია კოლეგაზე, რომელთანაც, ახლახან, სერიოზულად უჩხუბია. „ჩემმა შვილმა თქვა, რომ ფაფა იყო მწარე და უგემური, როცა სხვა დროს ტკბილია ხოლმე“, – ამბობს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი. პედაგოგი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მაშინვე დააპატიმრეს. დაზარალებულ ბავშვებს კუჭის ამორეცხვა გაუკეთეს და თითქმის ყველა სახლში გაუშვეს. მხოლოდ ერთი პატარა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის ცენტრალურ საავადმყოფოში მომდევნო კვლევებისთვის გადაიყვანეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები