რუსთავის ტყეში 7 თვეა ადამიანები ცელოფნის პარკებში ცხოვრობენ – შიგნით კაცი წევს და ტირის

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთი გაჭირვებული ოჯახის შესახებ წერს და მოსახლოებას მათ დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„სასწრაფოდ, სასწრაფოდ ყურადღება!!! რუსთავის ტყეში 7 თვეა ამ პარკებში ადამიანები ცხოვრობენ. ქირა ვერ გადაიხადეს სარდაფის და ასე დარჩნენ ქუჩაში. ახლა შიგნით 57 წლის ავადმყოფი კაცი წევს, მეუღლე 3 დღის წინ გარდაიცვალა და პროზექტურაშია. თვითონ ავად არის, გარეთაც ვერ გამოდის აქედან და სასწრაფოდ თუ არ ვუშველეთ, ვერაფრით ვერ გადარჩება. არ აქვს საბუთები და იქნებ რომელიმე კლინიკა გამოჩნდეს, რომელიც უპასპორტოდ უმკურნალებს. ფულს მე შევუგროვებ, კლინიკაშიც მე მივიყვან, უბრალოდ თუ რომელიმე საავადმყოფო არ მიიღებს, ეს კაცი ამ პირობებში ვერ გადარჩება. საჭმელი არ უჭამია სამი დღეა, წევს და ტირის. სასწრაფოდ გამივრცელეთ ეს ამბავი რა, ძალიან საჩქაროა. მადლობა ინფო-რუსთავის ჟურნალისტს გიორგი ჩომახაშვილს ინფორმაციისთვის. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე – ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”. უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით. Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია“,- წერს აკა სინჯიკაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები