რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი და ანტი-ვაქსერი ირაკლი ფირცხალავა საქართველოში კონცერტს გამართავს

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი და ცნობილი ანტი-ვაქსერი ირაკლი ფირცხალავა საქართველოში კონცერტს გამართავს.
​როგორც რესტორან “ლენდმარკ”-ში განმარტავენ, კონცერტი კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება. ადგილზე ასევე მოწყობილი იქნება მინი-ლაბორატორია, სადაც მწვანე სტატუსის არმქონე მოქალაქეებს სწრაფი ტესტის გაკეთება შეეძლებათ.
​აღსანიშნავია, რომ თავად მომღერალი აცრილი არ არის. ამასთან, პირველი დეკემბრიდან საქართველოში “მწვანე პასპორტის” კონცეფცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, კოვიდ-პასპორტის არმქონე ადამიანებს სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლა შეეზღუდებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები