“ქალბატონო თაკო უღირსი დეპუტატი ხართ, ჩემს მშობლებს ეხებით“ – მწვავე დაპირისპირება თაკო ჩარკვიანსა და თეა წულუკიანს შორის

თქვენ უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით – ჩემი მამა ზოგიერთი გარდაცვლილი მამისგან განსხვავებით დასაფლავებულია სვანეთში, მის მიერვე აგებული ეკლესიის ეზოში და ყველა ვინც მის საფლავთან ჩაივლის, ამბობს, რომ ეს კაცი ამ ადგილას, ამ საფლავში წოლას იმსახურებს, – ჩემი მშობელი საფლავშიც ღირსეულია და მასთან დაკავშირებით არც ამვლელი ამბობს აქ რატომ მარხიაო და არც ჩამვლელი, – ეს განცხადება ოპოზიციონერი დეპუტატის თაკო ჩარკვიანის მისამართით კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

წულუკიანმა ჩარკვიანის მისამართით განაცხადა ისიც, რომ ერთი შეურაცხადი დეპუტატი გასამხიარულებლად ყველა პარლამენტში საჭიროა და აღნიშნა, რომ ჩარკვიანი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც არავითარი პოლიტიკური მომავალი არა აქვს.

“ქალბატონო თაკო, მგონია, რომ თქვენგან განსხვავებით ღირსება მაქვს! მე თქვენს მშობლებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. თქვენს გარდაცვლილ მამას – დიდ ქართველ პოეტს. დიდი პატივს ვცემ თქვენს დედას. არ ვიკადრებ, რომ თქვენს მშობლებს მივაყენო შეურაცხყოფა. თქვენ ქალბატონო თაკო კიდევ უფრო დიდი უღირსი საქციელი ჩაიდინეთ და ჩემს მშობლებს შეეხეთ, რომელთაგან ერთი გარდაცვლილია. ღიად მინდა გითხრათ, ჩემი მამა, ავთანდილ წულუკიანი ძალიან დიდი ქართველი ვაჟკაცი კაცი იყო. ის იყო კაცი, რომელიც თქვენი გარემოცვის ძალიან ბევრ კაცს ტოლს არ დაუდებდა. ის საფლავშიც კი სჯობია ძალიან ბევრს კაცს, თქვენს გარემოცვაში კაცი რომ ჰგონია თავი. ვგულისხმობ პოლიტიკურ გარემოცვას, თორემ ოჯახისადმი პატივისცემას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრმა საუბრის დასასრულს ოპოზიციონერ დეპუტატს ამ სიტყვებით მიმართა: – ახლა ჩემო კულტურულო თაკო, გაიქეცი და დაწექი პარლამენტის წინ, ჩქარა! თუ ყველაფერი მითხარი, წადი და წამოწექით! თუ სხვებიც მოგიწვებიან გვერდით, შეგიძლიათ რუსთაველის გამზირი თავფეხშექცევით დაიკავოთ. კარგად ბრძანდებოდეთ – ლეიბი გაშლილია!

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები