რონალდომ პორტუგალიის გოგონათა ნაკრებს ბუცები აჩუქა და გულისამაჩუყებელი წერილი დაუწერა(ვიდეო)

კრიშტიანუ რონალდომ 17 წლამდელთა პორტუგალიის გოგონათა ნაკრებს საჩუქარი გაუკეთა. გოგონებმა “იუვეს” ფორვარდისგან Mercurial ახალი ბუცები მიიღეს. ფეხბურთელმა გოგონებს კიდევ ერთი სიურპრიზი გაუკეთა და მათ გულისამაჩუყებელი სამოტივაციო წერილი დაუწერა:

“გიგზავნით ამ Mercurial-ს იმ იმედით, რომ ისინი ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ. ბავშვობაში მქონდა უბრალო, მაგრამ გიჟური ოცნება. არა, ეს არ ყოფილა ოცნება, რომელსაც სიზმარში ხედავ. ეს იყო ისეთი ოცნება, რომელიც ღამე არ მაძინებდა. მინდოდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მთელი ცხოვრება ამ ოცნებას მივუძღვენი, ვვარჯიშობდი სპორტდარბაზში, მოედანზე, ვაკეთებდი ყველაფერ აუცილებელს მიზნის მისაღწევად. ამიტომ არის აუცილებელი, გქონდეს ოცნება. მე ავისრულე ოცნება და იმედი მაქვს, თქვენც გააკეთებთ ამას. თუ მე შევძელი, ესე იგი თქვენც უნდა გამოგივიდეთ. გილოცავთ ელიტრაუნდში გასვლას. მოემართეთ მომდევნო გამარჯვებაზე”.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები