როგორ უნდა მიხვდეთ, თუ რას ფიქრობენ თქვენზე დამსაქმებლები?

სამსახურის მაძიებელი საქართველოში ბევრია. როგორც წესი, გასაუბრებაზე მისვლისას თავს არ ვზოგავთ და მაქსიმალურად ვცდილობთ საკუთარი უნარ-ჩვევების წარმოჩენას, თუმცა თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ჩვენი მოლოდინი არც ისე ხშირად მართლდება. ერთი გასაუბრებიდან მეორე გასაუბრებაზე გვიწევს სიარული და ასე, უსასრულოდ.
თუ თქვენ გსურთ, გაიგოთ იმ ადამიანების ფსიქოლოგია, რომლებსაც თქვენი სამსახურში აყვანა დაევალათ, წაიკითხოთ მათი რეალური აზრები და წინასწარ იცოდეთ ის პასუხი, რაზეც თქვენი სამსახურში აყვანა იქნება დამოკიდებული, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ რჩევები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.

1. თუ თქვენი დამსაქმებელი ოთახში წრიალებს, კითხულობს და აგზავნის ელ-ფოსტაზე, საუბრობს ტელეფონზე და დაუფიქრებლად გისვამთ აბსურდულ შეკითხვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას თქვენი სამსახურში აყვანა არ სურს, თუმცა მთავარი ის არის, გააცნობიეროთ, გინდათ თუ არა, დასაქმდეთ იქ, სადაც თქვენი დამსაქმებელი არასდროს მოგეკიდებათ პასუხისმგებლობით და ყოველთვის თქვენთან ურთიერთობისთვის თავი არიდებას შეეცდება.

2. თუ თქვენი თანამოსაუბრე მოკლე პასუხებს გცემთ და მოკლედ გიამბობთ იმას, რასაც დიდი დრო სჭირდება, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მას თქვენთან საუბარი არ სურს და თვლის, რომ თქვენ არცთუ ისე შესაფერისი კანდიდატი ხართ მის მიერ გამოცხადებული ვაკანსიისთვის. დაფიქრდით, რა სჯობს, იმუშაოთ იქ, სადაც შეუფერებელ კანდიდატად ჩაგთვლიან, თუ განაგრძოთ სამსახურის ძიება და იპოვოთ ის სამსახური, სადაც აუცილებლად დაგაფასებენ.

3. თუ თქვენი დამსაქმებელი საერთოდ არ იღიმის, ამას ორი ახსნა აქვს, პირველი – ეს უბრალოდ მისი ხასიათია და მეორე, თქვენ მას არ მოსწონხართ. იმ შემთხვევაში თუ პირველია ვერსია გამართლდა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ხოლო თუ მეორე გამართლდა, მაშინ შეეცადეთ ისეთი სამსახური იპოვოთ, სადაც თქვენს დამსაქმებელს მოეწონებით და ხშირად გაგიღიმებთ.
4. თუ თქვენი დამსაქმებელი შეკითხვის დასმამდე ხანგრძლივ პაუზას აკეთებს, ნუ დაელოდებით მის შეკითხვებს და თავად ჩაერთეთ საუბარში, ნუ აგრძნობინებთ თქვენს თანამოსაუბრეს, რომ დაიძაბეთ, პირიქით, შეეცადეთ რომ თქვენი შეხვედრა უფრო მსუბუქი და სასიამოვნო გახდეს.

5. თუ თქვენი თანამოსაუბრე არ გისმენთ, ეს იმის ნიშანია, რომ დაუყონებლივ უნდა შეცვალოთ საუბრის ტაქტიკა. თავად დასვით შეკითხვები და აგრძნობინეთ თქვენს დამსაქმებელს, რომ ნამდვილად გაინტერესებთ ეს პოზიცია.

6. თუ თქვენი დამსაქმებელი გეუბნებათ, რომ მის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე მაღალი კონკურენციაა, ეს იმის მანიშნებელია, რომ სამსახურში აყვანის შანსი ნაკლებია. თქვენს დამსაქმებელს კი თქვენი განაწყენება არ სურს და წინასწარ გამზადებთ მოსალოდნელი უარისთვის. ნუ გაიტეხთ გულს, ეს არც პირველი გასაუბრება იყო თქვენს ცხოვრებაში და, სავარაუდოდ – არც უკანასკნელი. ასეთია რეალობა.

7. თუ თქვენ ხვდებით, რომ მენეჯერმა თქვენ შესახებ არაფერი იცის, არც თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე წაუკითხავს და არც წარსული სამუშაო გამოცდილეობის შესახებ აქვს წარმოდგენა, ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესი თქვენ მიმართ არც ისე მაღალია. შეეშვით ასეთ სამსახურს. განაგრძეთ ძებნა და იპოვეთ ისეთი სამსახური, სადაც თქვენი სამუშაო გამოცდილება თქვენი დამსაქმებლისთვის ღირებული იქნება.

8. თუ თქვენი პოტენციური დამსაქმებელი თქვენს გამოცდილებაზე არანაირ შეკითხვას არ გისვამთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია, სადაც თქვენ გასაუბრებაზე იმყოფებით, არცთუ ისე წარმატებულია. თქვენს პოტენციურ დამსაქმებელს არ აინტერესებს თქვენი გამოცდილება. მისთვის სულ ერთია, თუ რას წარმოადგენთ, ფაქტი ის არის, რომ თქვენ მასზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა ვერ შეძელით. ნუ შეიქმნით ზედმეტ ილუზიებს, განაგრძეთ სამსახურის ძიება.
9. თუ თქვენი საუბარი დამსაქმებელთან ხშირად წყდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სამსახურში აყვანის შანსი ნაკლებია, შესაბამისად, ნუ დაკარგავთ დროს და სხვა სამსახური მოძებნეთ.

10. თუ თქვენ დამსაქმებელი არაფერს გეუბნებათ ანაზღაურებაზე, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სამსახურში თქვენს აყვანასთან დაკავშირებით ის მერყეობს. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, გასაუბრებაზე ყოფნისას, ჯერ კიდევ შეგიძლიათ შთაბეჭდილების მოხდენა. გააქტიურდით და დაუმტკიცეთ თქვენს დამსაქმებელს, რომ ნამდვილად გსურთ გამოცხადებული ვაკანსიის პოზიციის დაკავება. აჩვენეთ თქვენს დამსაქმებელს, რომ ღირსეული კანდიდატი ხართ და წარმატებაც არ დააყოვნებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები